დაკრიოცისტიტი dacryocystitis

დაკრიოცისტიტი - საცრემლე პარკის ანთება, ჩვეულებრივ ქრონიკული. ცალკე ფორმაა ახალშობილთა დაკრიოცისტიტი.dacriocistiti
დაკრიოცისტიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცხვირ – ცრემლის არხის შევიწროვება ან მისი დაცობა, რაც გამოწვეულია ცხვირის ღრუში, მის დანამატ წიაღებში, გარემომცველ ძვლებში ანთებითი პროცესების შედეგად; აღნიშნულის გამო ხდება მასში პათოგენური მიკრობების შეჩერება და განვითარება და ლორწოვანი გარსის ანთება. ახალშობილთა დაკრიოცისტიტი წარმოიქმნება ჩანასახოვანი აპკის შენარჩუნების დროს, რომელიც ხურავს ცხვირ – ცრემლის არხის ქვედა ნაწილს.
დაკრიოცისტიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. საცრემლე პარკის მიდამოში აღინიშნება შეშუპება ანთებითი მოვლენების გარეშე; მასზე დაჭერისას საცრემლე წერტილებიდან გამოდის ლორწოვან – ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი. Read the rest of this entry »