გამოკვლევის მეთოდები. ანამნეზის შეგროვების დროს ხდება მენსტრუალური ციკლის, შობადობის ფუნქციებს შესახებ მონაცემების შეგროვება. ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ჩივილებზე: ტკივილები მუცლის ქვედა მიდამოში ან გავა–წელის მიდამოში, სისხლდენების არსებობა ჰისტეროსკოპიასაშვილოსნოდან, უნაყოფობა და სხ. საშვილოსნოს მდგომარეობის შეფასება ხდება სპეციალური საშოსმხრივი სარკეებით, საშოსმხრივი, მუცლის ზედაპირის და სწორი ნაწლავის მხრიდან მისი გამოკვლევის შედეგად. ჩვენების მიხედვით ხდება საშვილოსნოს ზონდირების (სპეციალური საშვილოსნოს ზონდის დახმარებით ცერვიკალური არხის და საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა), საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკის, ბიოფსიის, ლაპარასკოპიის (ძალიან იშვიათად მისი სახესხვაობის – კულდოსკოპიის) გამოყენება. საშვილოსნოს ყელის დაავადებების გამოვლენის მიზნით გამოიყენება კოლპოსკოპია, რომელსაც ხშირად ავსებენ ცერვიკოსკოპიით – საშვილოსნოს ყელის არხის დათვალიერებით; საშვილოსნოსშიდა პათოლოგიის გამოსავლენად ერთ–ერთი ყველაზე ფართო გამოყენება ჰპოვა ჰისტეროსკოპიამ. საშვილოსნოს და საკვერცხეების ფუნქციონალური მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოიყენება ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტები.