четверг, 22 ноября 2012 г.

სისხლი

სისხლის უჯრედებისისხლი (sanguis) – თხევადი ქსოვილი, რომელიც ორგანიზმში ახორციელებს ქიმიური ნივთიერებების (მათ შორის ჟანგბადის) ტრანსპორტირებას, რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა უჯრედებში და უჯრეშორის სივრცეებში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ინტეგრაცია ერთიან სისტემაში.

სისხლის ფორმიანი ელემენტების მორფოლოგია და ფუნქცია. სისხლის ფორმიან ელემენტებს მიეკუთვნებიან ერითროციტები, ლეიკოციტები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან გრანულოციტებით (ნეიტროფილური, ეოზინოფილური და ბაზოფილური პოლიმორფულ–ბირთვული) და აგრანულოციტებით (მონოციტებით და ლიმფოციტებით), აგრეთვე თრომბოციტები. სისხლში აგრეთვე არის უმნიშვნელო რაოდენობით პლაზმური და სხვა უჯრედები. სისხლის უჯრედების მემბრანებზე ხორციელდება ფერმენტული პროცესები და იმუნური რეაქციები. სისხლის უჯრედების მემბრანებს ქსოვილოვან ანტიგენებში მიაქვთ ინფორმაცია სისხლის ჯგუფობრიობის შესახებ.

>> მეტი ინფორმაცია

Комментариев нет:

Отправить комментарий