წითელა rubeola

წითელაწითელა rubeola - მწვავე ვირუსული დაავადება, გადაცემის ჰაერ-წვეთოვანი მექანიზმით; ხასიათდება ცხელებით,ინტოქსიკაციით, სასუნთქი გზების კატარითა და ლაქოვან – პაპულოზური  გამონაყრით.
წითელა – ეპიდემიოლოგია. ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით. ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაავადების აფეთქება. წითელათი უხშირესად ავადდებიან ბავშვები; მოზრდილებს დაავადება აღინიშნება იშვიათად. >>>>